AGRO FOOD EXPO

2024 წლის 29-30 ნოემბერს და 1 დეკემბერს ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის 22-ე საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. წელს გამოფენა ტრადიციულად თავს მოუყრის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების წარმომადგენლებს, დარგის ექსპერტებს, მყიდველებსა და დაინტერესებულ პირებს. მონაწილე კომპანიებს შესაძელებლობა ექნებათ წარმოადგინონ პროდუქტები და მომსახურება, დაკავშირდნენ მიზნობრივ ჯგუფებთან, კვების მრეწველობის პროფესიონალებთან და პოტენციურ მყიდველებთან. ღონისძიება განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს, დაამყარონ კონტაქტები და ხელი შეუწყონ ურთიერთთანამშრომლობას.

Stack
Stack
Image
Image

გამოფენის მიზანი

Agro Food Expo მიზნად ისახავს ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში და კავკასიის რეგიონში. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს. ეს ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას საერთაშორისო მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების გაცნობისთვის და საშუალებას იძლევა უცხოური და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრების ორგანიზებისთვის. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთსასარგებლო პარტნიორობებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბებას, აგრეთვე ეფექტური მიწოდების ქსელის შექმნას.

მონაწილეობის უპირატესობები

შეხვდით თქვენს კლიენტებს, მომხმარებლებსა და მომხმარებელთა აუდიტორიას პირისპირ. დაამყარეთ პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. გაზარდეთ საცალო გაყიდვები. გაზარდეთ პროდუქტის/კომპანიის/ბრენდის ცნობადობა. იიღეთ მონაწილეობა გამოფენის ცენტრის მიერ ორგანიზებულ B2B შეხვედრებში. შეხვდით მთავრობის ოფიციალურ პირებს. წარუდგინეთ უახლესი პროდუქტები და ინოვაციები მიზნობრივ სეგმენტს. წარმოადგინეთ და გაუწიეთ რეკლამა თქვენს კომპანიას მარკეტინგული შესაძლებლობების გამოყენებით, მათ შორის TV-რადიო რეკლამები, სარეკლამო კამპანიები სოციალურ და ბეჭდურ მედიაში.

Image

გამოფენის პროფილი

სოფლის მეურნეობა

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა
ტრაქტორები და ტრაილერები
საშრობები, ბუნკერები და შენახვის სისტემები
/მეცხოველეობა და მეფრინველეობა
სურსათის ტექნოლოგია
თესლები და ნერგები
სასუქები და ქიმიკატები
საირიგაციო სისტემები
ხის გადამამუშავებელი მანქანები/აღჭურვილობა

კვების ინდუსტრია

რძის პროდუქტები
ხორცის პროდუქტები
ზღვის პროდუქტების გადამუშავება
ხილ და ბოსტნეულის გადამუშავება
მსუბუქი საკვები
გაყინული პროდუქტები
კონსერვირებული პროდუქტები
სოუსები და სანელებლები
ზეთი და ძმარი
პური და საცხობი პროდუქტები
ტკბილეული და შოკოლადი
უალკოჰოლო სასმელები

ტექნოლოგია

შეფუთვის და შევსების ტექნოლოგია
სასმელების ინდუსტრიის მანქანები/აღჭურვილობა
სურსათის ტექნოლოგია
ხის გადამამუშავებელი მანქანები/აღჭურვილობა

სტატისტიკა

+0

მონაწილე კომპანიები

+0

დამთვალიერებლები

+0

ქვეყნები
Image
Image

ორგანიზატორის შესახებ

Agro/Food/Drink/Tech Expo მიზნად ისახავს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ინდუსტრიის განვითარებას. გარდა ამისა, ღონისძიება ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის ხელშეწყობასაც ემსახურება. ეს ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას საერთაშორისო მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების წარდგენისთვის, სადაც შესაძლებელია შეხვედრები უცხოელ და ადგილობრივ კომპანიებს შორის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ აქ იქმნება ხელსაყრელი გარემო ურთიერთსასარგებლო პარტნიორობისა და კავშირების დასამყარებლად, ასევე ეფექტური მიწოდების ქსელის შექმნისთვის.